- სოციალურ ქსელ Facebook-ს სახელი ეცვლება და მას Meta ერქმევა.
კომპანია ერთდროულად გააერთიანებს Facebook-ს, Instagram-ს, Messenger-სა და WhatsAppს. უშუალოდ აპლიკაციების დასახელება კი არ შეიცვლება.
“მეტავერსიაში თქვენ შეძლებთ [ვირტუალურად] გააკეთოთ თითქმის ყველაფერი, რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად იმუშაოთ, ისწავლოთ, ითამაშოთ, გაყიდოთ… ჩვენი როლი ამ მოგზაურობაში არის ფუნდამენტური ტექნოლოგიების, სოციალური პლატფორმების და კრეატიული ინსტრუმენტების განვითარების დაჩქარება… ჩვენ გვჯერა, რომ მეტავერსიას შეუძლია შექმნას უკეთესი სოციალური გამოცდილება, ვიდრე ყველაფერი, რაც დღეს არსებობს…” – განაცხადა Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა.