“ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსის შესაქმნელად ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაიქირავებს


  • კომპანია „ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაიქირავებს.

„მეტავერსი“ არის ონლაინ სამყარო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, ხშირ შემთხვევაში VR -ყურსასმენების გამოყენებით.

„ფეისბუქის“ განცხადებით, „მეტავერსს“ აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ახალ შემოქმედებით, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას.

ევროკავშირში ახალ სამუშაო ადგილებზე, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება, “მაღალკვალიფიცირებული ინჟინრები“ დასაქმდებიან.

„მეტავერსის“ შესაქმნელად „ფეისბუქმა“ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანიაში აცხადებენ, რომ „მეტავერსის“ იდეის სრულად განხორციელებას 10-15 წელი დასჭირდება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!