რას წერენ ახალგაზრდები ქართულ პოლიტიკურ სიტუაციაზე


  • საზოგადოებისთვის ალბათ, საინტერესოა რას ფიქრობენ, ახალგაზრდები იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი.

ახლაგაზრდა შემოქმედი ივდო ოტობარი თავის ფეიბუქგვერდზე წერს: “2012-ში ძალიან მიხაროდა, რომ “ნაციონალები” სხვა პარტიამ შეცვალა. მერე იყო სავალდებილო თმენა, ოღონდ ეგენი (ნაციონალები) არ დაბრუნდნენ და ჯანდაბას. ამ დამოკიდებულებამ ჯანდაბის იქით წაგვიყვანა. ,,ოცნებამ” ქვის ხანაში დაგვაბრუნა. ყველაზე ცუდი მაინც ისაა, რომ ნაციონალები არსად წასულან. მოქმედ ხელისუფლებას ისე შეერივნენ, თითქოს იქამდე მიშას მზეს არ იფიცებდნენ. მიშა გინდათ მისი რეჟიმი დაარქვით ერთი ხელით აშენებაზე ორიენტირებული იყო, მეორე ხელით ნგრევაზე. ერთ საღამოს კორპუსის ეზოსთან მყოფი ჩემი რამდენიმე უწყინარი მეზობელი (ბიჭები) მიშას პოლიციამ წაიყვანა იმ მიზეზით საღამოს 9 საათისთვის რატომ ისხდნენ კორპუსის ეზოსთან. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მაშინ ხდებოდა. მორალურად ძალიან არასწორია მიშას თავისუფლება, ამის მოთხოვნაც კი. თუმცა ჩვენი უბედური ქვეყნისთვის ძალიან ცუდია პრეზიდენტებთან წარსული გამოცდილებები და დღევანდელი მდგომარეობა. მიშას ციხეში სიკვდილი რას მოუტანს ქვეყანას გინდ შიგნით და გინდ გარეთ რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს. მსოფლიო გვიყურებს და ამის ფონზე ჟირინოვსკის მსგავსი მოადამიანო არსებები თითის ქნევით გვესაუბრებიან. ექსპრეზიდენტი უნდა გასამართლდეს თავისუფალი სასამართლოს მიერ, რომელიც არ გაგვაჩნია. ჩემი აზრით, მიშამ ერთდროულად უნდა დატოვოს საპატიმრო და ეს ქვეყანა, ანუ თავისუფლება მიშას და საქართველოს მიშასგან. იმ ქვეყანაში დაბრუნდეს, რომლის მოქალაქეცაა და სამუდამოდ აეკრძალოს აქ ჩამოსვლა, რადგან ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება არ სურს და პროვოკატორობს. რა მიშას გმირობა და რა ზევსი ხალხო-ორივე მითია. როცა ეს პრობლემა მოგვარდება, შემდეგ მოქმედი მთავრობაც უნდა ვაიძულოთ არჩევნები წესიერად ჩაატაროს, ,,გრინჩივით” რომ იპარავენ ხმებს. ეს უკანასკნელი შანსია მრავალპარტიული პარლამენტი და ცოტათი უკეთესი მომავალი გვქონდეს.”-წერს ივდო ოტობარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!