- ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 272 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტი აფხაზეტში COVID 19-ით ინფიცირების 27 848 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 680-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 417 პირი.