- ავტობუსში, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, მოქალაქეებს იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. დღეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, მოძრავ პუნქტში ვაქცინაციის პროცესი ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ჩატარდა.
იმუნიზაციის ავტობუსი, იგივე მისამართზე კიდევ 2 დღე დარჩება, შემდეგ კი სხვადასხვა უბნებში იმოძრავებს.
ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.