საქართველოში კორონავირუსის 5352 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 48


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.27%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 409 110-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 230 პირი ემსხვერპლა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × five =

Akismet ანტისპამი