ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერები გამოცხადდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

გზების სამშენებლო სამუშაოები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება და 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

გზები რეაბილიტირდება:

  •  ერგეტაში – ერგეტას ცენტრიდან ბუის გავლით დიდგვიმარას უბნამდე.
  •   ნარაზენში – საკალანდიოს უბანში.
  • ჯიხაშკარში – სობოგასა და საშენგელიოს უბანში.
  •  ნაწულუკუში – ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზა.
  •  განმუხურში – ი.ჭავჭავაძის, ცოტნე დადიანის და კ.გამსახურდიას ქუჩები (ჭავჭავაძის ქუჩა).
  •  შამგონაში – ნაფატუს უბანში.
  • ზუგდიდში-თაბუკაშვილის ქუჩიდან დევნილების მრავალსართულიან დასახლებამდე მონავეთის და ამ მონაკვეთიდან შ. ქირიას ქუჩის გადაკვეთამდე, ც. დადიანის ქუჩის I შესახვევი (იონა მეუნარგიას ქუჩიდან თეატრის ქუჩის პირველ შესახვევამდე), თეატრის ქუჩის I შესახვევი (ც. დადიანის ქუჩის კვეთამდე), ც. დადიანის ქუჩის (ც. დადიანის I შესახვევიდან თეატრის ქუჩის კვეთამდე, წრიულამდე), ლაზის ქუჩის (რუსთაველის ქუჩიდან ც. დადიანის ქუჩის I შესახვევამდე) და თეატრის ქუჩის ჩიხის მონაკვეთები, ხერგიანის ქუჩა ჩიხით, გრიბოედოვის ქუჩა და დ.თავდადებულის ჩიხი .
  •  გზა რეაბილიტირდება 8 მარტის, კუბის, ქორთუას, ჟორდანიას ქუჩის და მასთან დაკავშირებულ ჩიხში.
  •   მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში- ფირცხელავას ქუჩაზე საავტომობილო გზა.

ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში 120 ქუჩაზე მეტი რეაბილიტირდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × 2 =

Akismet ანტისპამი