- სამეგრელო-ზემო სვანეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკებში იმყოფება 350 პაციენტი.
რუხის კლინიკაში იმყოფება 182 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 32, ფოთის კლინიკაში 39 პაციენტი, სენაკის კლინიკა სენამედში იმყოფება 12 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკა ბომონდში – 22 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 28 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედი – 67 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 56.