2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

,,საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები. ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მათ შორის იყვნენ სამხედროები და მშვიდობინი მოქალაქეები ჩვენი რეგიონიდან მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს. მათი გმირობი და სამშობლოსათვის თავდადება უკვდავი მაგალითებია მომავალი თაობებისთვის. დიდება გმირებს, მათ მიერ გაღებული სისხლი აუცილებლდ გამოიტანს შედეგს და საქართველო იქნება ერთიანი, სადაც ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!