- worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 201 მილიონს გადააჭარბა.
სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსს დღემდე მსოფლიოში 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსისგან კი 181 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 36.1 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.8 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.