- საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 გამოჯანმრთელდა, 5 479 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444.
კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 705 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 924 პირი.