- საქართველოში კორონავირუსის 1 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 381 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 002 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 024, „პისიარ“-ტესტით – 17 978.
სულ აცრილია – 267 727 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 442.
კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 907 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 747 პირი.