- პროექტის ხელმძღვანელებსა და გამარჯვებულებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ და აა(ი)პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ უმასპინძლეს. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, საზეიმო შეხვედრაზე პროექტის შედეგები შეჯამდა და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულებს, ცირა გულუას (აბასთუმნის საჯარო სკოლის მასწავლებელი), ნათია ღურწკაიას (კახათის საბავშვო ბაღი ,,რწმენა“) და როზეტა დარასელიას (ცაცხვის საბავშვო ბაღი) პროექტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ, აა(ი)პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ, პროექტის ,,სკოლა – ინოვაციების ადგილი“ მენეჯერმა, ნანული რამიშვილმა და ზამირა ღადუამ – ჟიურის წევრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის , კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ.
პროექტში, რომელიც მ/წ აპრილიდან ივნისამდე პერიოდში სამ ეტაპად განხორციელდა, ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და საბავშვო ბაღის ჩვიდმეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საკონკურსო ნაშრომების პრეზენტაცია, ახალი პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე, zoom პლატფორმაზე, დისტანციურად შედგა.