- 13 ივნისს, თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული ზუგდიდელის მარიამ ქუთელიას ხსოვნას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად პატივი მიაგო.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა შორის სამეგრელოდან 3 ახალგაზრდა იყო. მარიამ ქუთელია ზუგდიდიდან, ლიზი და ინდირა ზარანდიები ხობიდან.