ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საპილოტე პროგრამა, უფასო გაზიფიცირება ოჯახებს დაიწყო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საპილოტე პროგრამა, უფასო გაზიფიცირება ოჯახებს დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტში ჩართვა შეუძლიათ 30 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს. ამ დროისთვის პროგრამაში ჩართულია 11, ხოლო მიმდინარე პროცესშია 14 ოჯახი. 

ასევე, მერია ოთხი თვის განმავლობაში ბენეფიციარებს გახარჯული ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა წოწერიასთან ერთად, უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულში, პროგრამაში ჩართულ ჭურღულიების ოჯახს სტუმრობდა.

ჭურღულიების სამშვილიან ოჯახს მერიამ საცხოვრებელ სახლში, ერთ-ერთი სოციალური პროგრამის ფარგლებში, „ერთი თბილი ოთახი“ მოუწყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!