- საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, „პისიარ“ ტესტით – 14 499.
ქვეყანაში სულ აცრილია – 161 947 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 317.
კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 516 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.