აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდში გადადის


  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ განცხადება ქეთევან ბაქარაძემ ფეისბუქზე გაავრცელა:

“პრაქტიკულად 8 წლის მანძილზე ვიკავებდი აფხაზეთის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს,რომელიც ნამდვილად უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის ურთულესი გამოწვევებიდან, უმძიმესი მოცემულობიდან და იმ საზოგადოების მოწყვლადობიდან გამომდინარე, რომელსაც ვემსახურებოდი. ამ პერიოდში არაერთი რეფორმისა, თუ განხორციელებული ცვლილების შედეგად უწყება, რომელიც ჩავიბარე, ჩამოყალიბდა სამინისტროდ,5-ჯერ გაზრდილი პროგრამული ბიუჯეტით, ბენეფიტის ხელმისაწვდომობის გაფართოებული არეალით, ბენეფიციარზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისებით, ფინანსური მხარდაჭერითა და რაც უმნიშვნელოვანესია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ადამიანების მიმართ გატარებული პოლიტიკით, როგორც ჯანდაცვის, ისე ნდობის აღდგენის კუთხით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო კოვიდპანდემიის ურთულესი პერიოდი, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების, პირადად ჯანდაცვის მინისტრის მხარდაჭერით ვუწევდით დახმარებას საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს მეტად ფაქიზი და სენსიტიური თემაა და ყოველთვის თავს ვიკავებდი ფაქტების გასაჯაროებისაგან, თუმცა დღეს არსებული მოცემულობა-კონკრეტული ქეისები, სტატისტიკა, განწყობა, რუდუნებით მოპოვებული ურთიერთობები მაძლევს უფლებას განვაცხადო, რომ ეს მიმართულება ჩემი საქმიანობის ყველაზე წარმატებული პროექტია,რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშენებლობაში.სწორედ დეოკუპაციის მიმართულებით განხორციელებული სამშვიდობო პოლიტიკა,გონივრული და თანმიმდევრული ნაბიჯები მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ჩატეხილი ხიდის აღდგენისკენ, ენგურს გაღმა დარჩენილი მოსახლეობის შემრიგებლობისა და ურთიერთსიყვარულის დაბრუნებისაკენ. საკუთარ, მამა-პაპისეულ სახლებში ღირსეულად დაბრუნებაა უმთავრესი სურვილი თითოეული ჩვენთაგანისთვის. რასაკვირვლია, მეც ერთერთი ვარ იმ მრავალრიცხოვან დევნილთაგან,რომელსაც ამ მიზნისკენ ბრძოლის დაუძლეველი სურვილი მამოძრავებს;აქედან გამომდინარე,ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას,ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს,რომლის ხედვები,დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი,რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი,რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი-გიორგი გახარია,რომელიც მჯერა,რომ თავისი პიროვნული თვისებებით,ღირებულებებით, ერუდიციით, ეფექტიანი მართვით, მათ შორის კრიზისული სიტუაციების წარმატებული მართვითა და დასახული მიზნებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის,საქართველოსთვის! უდიდესი პატივია ჩემთვის გავხდე ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რათა ჩემი გამოცდილება, რესურსი კიდევ უფრო მეტად იყოს რეალიზებული და მხარდაჭერილი ახალი გამოწვევების დასაძლევად, საერთო მიზნის მისაღწევად საქართველოსთის!!!”-დაწერა ქეთევან ბაქარაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!