- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 244 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 29 – ს Covid –19 დაუდასტურდა.
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 360 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 737, გარდაიცვალა 234 კოვიდინფიცირებული პაციენტი.