პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 4 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eighteen + six =

Akismet ანტისპამი