- დღეს, ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილს თალაკვაძის შეხვედრა.
სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.