- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ბაღებისა და სკოლების დახურვა რთული გადაწყვეტილებაა და ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება.
“ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, უკიდურესი აუცილებლობა თუ არ დადგა, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ. ეპიდემიის გავრცელების რისკი მაღალია, თუმცა ბაღებისა და სკოლების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.