- ვაქცინაციის პროცესში სამეგრელო-ზემო სვანეთში კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება. სამეგრელო-ზემო სვანეთში რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 მარტიდან ვაქცინაცია ჩატარდება:
ფოთი – 17 მარტიდან ევექსის კლინიკა (მის: კ. გამსახურდიას №6)
წალენჯიხა – 17 მარტიდან წალენჯიხის ევექსის კლინიკა (მის: ჭურღულიას №6) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია (მის: ჯვარი, სარალიძის ქუჩა №1)
მარტვილი – 17 მარტიდან სამედიცინო ცენტრი მკურნალი (მის: ზვიად გამსახურდია №14)
მესტია – 17 მარტიდან მესტიის საავადმყოფო (მის: ილია გაბლიანის №13)
სენაკი – 17 მარტიდან სენაკის ამბულატორიულ პოლიკლინიკური გაერთიანება (მის: რუსთაველის №114)
ჩხოროწყუ – 18 მარტიდან ევექსის ჩხოროწყუს კლინიკა (მის: აღმაშენებლის №19)
აბაშა – 18 მარტიდან აბაშის ევექსის კლინიკა (მის: ვარლამ ჩიქოვანის №14) საოჯახო მედიცინის ცენტრი შანი (მის: თავისუფლების №143)
ხობი – 18 მარტიდან ევექსის ხობის კლინიკა (მის: ჭყონდიდელის №2)
ზუგდიდში ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე: ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი (მის: გამსახურდიას №206), ევექსის ზუგდიდის კლინიკა (მის: კოსტავას №1)