საქართველოში ამინდი გაუარესდება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
 უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. 13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!