- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ არ უნდა დაკარგოს ის პროგრესი, რაც პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია.
”ჩვენ აქამდე მოვედით, ამდენი ტანჯვა გადავიტანეთ და ამდენი დავკარგეთ. არ უნდა დავკარგოთ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, პანდემიის კონტროლის ინსტრუმენტები არსებობს, მაგრამ ისინი უნდა იქნას გამოყენებული თანმიმდევრულად და სამართლიანად. ”მეცნიერება, გადაწყვეტილებები და სოლიდარობა რჩება ჩვენს სახელმძღვანელოდ”, – დასძინა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
ცნობისათვის, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს 12 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19-ის გამო შექმნილი კრიზისი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.