- საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცედენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვალდებულებების არაერთხელ გადავადების მიუხედავად, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.