- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.
“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 35 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 17 პაციენტი, მათ შორის მძიმე 4.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 22 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 33 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 58.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 43 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია სენაკის მცხოვრები 65 წლის მამაკაცი. ის კლინიკა “სენამედში” გარდაიცვალა. კორონავირუსს ემსხვერპლა 77 წლის აბაშის მცხოვრები ქალი. ისიც “სენამედში” გარდაიცვალა.