- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 403 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 438 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 774, პისიარტესტით – 8 664.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 243 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 227 611 გამოჯანმრთელდა, 2 846 კი გარდაიცვალა.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი.