- აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. პენსი ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრებად პირადად ბაიდენმა მიიწვია. ბაიდენის თქმით, ინაუგურაციის დროს ვიცე-პრეზიდენტის ყოფნა მისთვის დიდი პატივი იქნება.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.