- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილოს, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 666-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 489 პირი.