საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 489 ადამიანი


  • უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 233 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 276 გამოჯანმრთელდა, 2 666 პირი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 839 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 253, PCR-ტესტით – 6 586.

კარანტინის რეჟიმშია 484 პირი, თვითიზოლაციაში კი 24 279.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!