ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში გამოყოფილია ოთახი, სადაც დალაგებულია ყველა ის ვარგისი სახელმძღვანელო, რომელიც ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასებისათვის. კვირის ბოლოდან დაიწყება ყველა საჯარო სკოლაში სახელმძღვანელოებისა და რვეულების გაცემა. როგორც რესურსცენტრის დირექტორი გონერი პაპავა ამბობს, თუ მასწავლებელს ან მშობელს არ მოეწონება სახელმძღვანელოების მდგომარეობა შეიძლება მისი გადაცვლა. როგორც რესურსცენტრში ამბობენ, მალე მიიღებენ ბუკებს, რომელიც განკუთვნილია პირველკასელებისათვის და უფასოდ გადაეცემათ მათ.