მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია


როგორც “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორმა გონერი პაპავამ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და რაიონის ოცი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იქნა განხორციელებული. განსაკუთრებული მასშტაბური საქმიანობები იქნა ჩატარებული დიდდობერის საჯარო  და ოქტომბრის მეორე საჯარო სკოლებში, აქ განხორციელდა ამ სკოლების შენობების სრული რეაბილიტაცია. ასევე დასრულდა ინგირის №2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მოეწყო ექიმის კაბინეტი. მალე დაიწყება სამუშაოები გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. კახათის პირველ საჯარო სკოლაში იქნა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელებული. ინგირის, ახალკახათის, რიყის საჯარო სკოლებში დასრულდა სპორტდარბაზის მშენებლობა, რუხში მიმდინაროებს სკოლის გადახურვა, გათბობისა და სველი წერტილების მოწესრიგება. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს : ჯუმის, ანაკლიის, ოდიშია პირველ, ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლებში. ასევე გრიგოლიშის, ახალაბასთუმანის და ახალკახათის საჯარო სკოლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის პირველ, მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მეათე და მეთერთმეტე საჯარო სკოლებში. სამუშაოები დასრულდა ორსანტიის საჯარო სკოლაში, სადაც მოხდა სკოლის სრული რეაბილიტაცია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!