სკოლებში დაიწყება წიგნების გაცემა


ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში გამოყოფილია  ოთახი, სადაც დალაგებულია  ყველა ის ვარგისი სახელმძღვანელო, რომელიც ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასებისათვის. კვირის ბოლოდან დაიწყება ყველა საჯარო სკოლაში სახელმძღვანელოებისა და რვეულების გაცემა.  როგორც რესურსცენტრის დირექტორი გონერი პაპავა ამბობს, თუ მასწავლებელს ან მშობელს არ მოეწონება სახელმძღვანელოების მდგომარეობა შეიძლება მისი გადაცვლა. როგორც რესურსცენტრში ამბობენ, მალე მიიღებენ ბუკებს, რომელიც განკუთვნილია პირველკასელებისათვის და  უფასოდ გადაეცემათ მათ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!