- საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 037, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 165 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 920 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 200 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.