13-16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში 19 გრადუსამდე დათბება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +14, +19 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, ტემპერატურა კი +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 თბილისში 13-14 ნოემბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ხოლო 15-16 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three + 14 =

Akismet ანტისპამი