- წყაროს ინფორმაციით, დღეს, დილიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის კოვიდლაბორატორიაში, რომელმაც გუშინ, ქალაქის ცენტრიდან, კომბინატის უბანში, ჯანაშიას ქუჩაზე, კულტურის სახლის შენობის უკანა ეზოში გადაინაცვლა, ხალხმრავლობაა და ბუნებრივიცაა, რადგან სრულიად საქართველოში და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
“ზუგდიდელებმა” ეს ფოტო ამ დილით გადაიღო. ასე გამოყურება ზემოთაღნიშნული კოვიდლაბორატორიის ტერიტორია, თითქოს სივრცე კია, რომ მოქალაქეებმა დისტანცია დაიცვან, მაგრამ კულტურის სახლის ეზო არ არის ისე კეთილმოწყობილი, რომ ტესტის გასაკეთებლად მოსული მოქალაქეები მშვიდად დაელოდონ თავიანთ რიგს, მეტიც, უპატრონოდ მიშვებული შინაური ცხოველებისგან დაჯიჯგნილია და ატალახებულია იქაურობა. ერთი სიტყვით, მისახედია ეს სივრცე.