- მედიასთან საარჩევნო დღის შედეგებზე ისაუბრა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, რომელიც იმავდროულად “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელძღვანელობს.
მისი განცახდებით: “გამოქვეყნებულია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს. ერთი კვლევის შედეგად ქართულ ოცნებას აქვს 55%, მეორე კვლევის შედეგად 52%. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია წარმატებას, ვულოცავ პირველ რიგში ქართველ ხალხს და შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს… პოლიტიკურმა გუნდმა და “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პირველსავე ტურში გაიმარჯვა. თუმცა, ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურები და მე მოვუწოდებ თითოეულ პარტიას მისცენ საარჩევნო კომისიებს შესაძლებლობები მშვიდ გარემოში იმუშაონ, დათვალონ ხმები და შედეგები გამოაცხადონ.”-განაცხადა გიორგი შენგელიამ.