- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში 1 034 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 320, იმერეთში – 258.
“დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1 034 შემთხვევა, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, ქვემო ქართლში – 107, შიდა ქართლში – 68, გურიაში – 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 37, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ორი”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.