აფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3450-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1294 გახდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 33-ს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eight − 3 =

Akismet ანტისპამი