კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 207 აჭარაში, 168 თბილისში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარას, 168 თბილისს, 117 კი იმერეთს უკავშირდება.

“სამწუხროდ, ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ინფიცირებული მაინც აჭარაშია, 207 შემთხვევაა გამოვლენილი, თბილისში შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ გვაქვს და ძალიან კარგია, აქ 68 პაციენტია ინფიცირებული, იმერეთში არის 117 შემთხვევა, შიდა ქართლში – 25, ქვემო ქართლში შვიდი. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, გურიაში არის რვა ახალი შემთხვევა, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში  ხუთ-ხუთი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში არის სამი”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 − 2 =

Akismet ანტისპამი