სამეგრელოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, 5 ზუგდიდში


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, 29 სექტემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, ბიოლოგიური ნიმუში 577 პირს აუღეს. აქედან ცნობილია 494 ანალიზის პასუხი და მათ შორის ახალი კორონავირუსი 17 მოქალაქეს დაუდგინდა. აქედან, 5 ზუგდიდში გამოვლინდა, 6 – 6 ფოთსა და ხობში.
“რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 577 ტესტი, აქედან გვაქვს 17 დადებითი პასუხი, მათგან 6 ხობში გუშინ, დადასტურებული მძღოლის ოჯახის წევრები და მეზობელია, ასევე 6 შემთხვევა გვაქვს ფოთში გამოვლენილი, რომლებიც ბათუმს უკავშირდებიან, აქედან 5 ფოთის მკვიდრია, ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ფოთში მუშაობდა.

რაც შეეხება ზუგდიდს, გვაქვს 5 ახალი შემთხვევა, რომელთგან 1 არის საზღვრისკვეთა, 2 არასრულწლოვანია რეპეტიტორის კლასტერიდან, 1 გამოვლინდა კარანტინში, შემოსული იყო საზღვრის კვეთით, 1 კი ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლია”.- განაცხადა მალხაზ თორიამ.

მისი განმარტებით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 114 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 176 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 4 მოქალაქე, მათგან 3 ზუგდიდი, 1 კი ხაიშია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!