- სამეგრელო -ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 19 სექტემბერს, კორონავირუსზე გაიტესტა 437 პირის ნიმუში. მათგან რვას დადებითი პასუხი აქვს.
“8 ინფიცირებული პირიდან 2 არის სენაკში, 19 სექტემბერს დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტი, 3 შემთხვევა არის ფოთში, რომელიც უკავშირდება ბათუმში მოგზაურობას, 2 ინფიცირებული პირი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მცხოვრებია და 1 არის ასევე ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები მცირეწლოვანი, რომელიც საქართველოში უკვე გადმოყვანილია სამკურნალოდ. ბათუმში სამუშაოდ მყოფ აბაშის მკვიდრ ორ ქალბატონს დაუდასტურდათ ვირუსი. ისინი იმყოფებოდნენ ბათუმში და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აუღეს ტესტები. ისინი არ დაელოდნენ პასუხს და ჩამოვიდნენ აბაშაში, საიდნაც როგორც კოვიდინფიცირებულები გადაიყვანეს რუხის საავადმყოფოში. მათ აბაშაში უფიქსირდებათ 8 კონტაქტი. მიმდინარეობს მათი გატესტვა“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მისი ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინე სივრცეში განთავსებულია 144 პაციენტი.