- სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ერთი ფოთის მცხოვრები ქალია, რომელიც ე.წ. ბათუმის კლასტერს ეკუთვნის. მეორე ქალი კი სენაკის მცხოვრებია. ჯერჯერობით უცნობია მისი ინფიცირების წყარო. დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, რუხის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.