- რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. საზღვარი გახსნა.
მედიის ინფორმაციითვე, ე.წ. “საზღვრის” გახსნის შესახებ ბრძანებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.
ინფორმაციისთვის, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო 13 აპრილს ჩაიკეტა.