მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 170 ახალ შემთხვევაზე განმარტავს


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმს, 20 კი თბილისს უკავშირდება.

“170 ახალ შემთხვევაზე მინდა, ორნაირი ახსნა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, ოთხი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

რეგიონების მიხედვით 170 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 124, თბილისი – 20, იმერეთი, ქუთაისი – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – ექვსი, გურია, ოზურგეთი – სამი, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – სამი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი – ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, 11-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!