- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 13 სექტემბერს ზუგდიდის რაიონიდან 98 ნიმუშის კვლევა განხორციელდა ლაბორატორიაში.
მათ შორის პაციენტი 11, მედპერსონალი არცერთი, კარანტინიდან 24, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალი 62, ეპიდკერაში მყოფი პირი 1. კვლევის შედეგებით ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან ორჯერადი უარყოფითი შედეგით გამოჯანმრთელდა, ოთხი კოვიდინფიცირებული, რომლებიც გადმოყვანილი არიან რუხის კლინიკაში სხვა რეგიონებიდან ისევ დადებითია. ახალი დადასტურებული შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არ გვაქვს.