მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 165 ახალ შემთხვევაზე განმარტავს


  • ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა.

“დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. 165 შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის 81, იმპორტირებული 4. აჭარა, ბათუმი – 109, გურია, ოზურგეთი – 4, თბილისი – 17, იმერეთი, ქუთაისი – 4, კახეთი, გურჯაანი – 6, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი – 9, შიდა ქართლი, გორი – 6 შემთხვევა. ყველაზე ბევრი 109 შემთხვევა არის აჭარაში, რომელიც საყურადღებოა და ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ten − six =

Akismet ანტისპამი