- პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულებების თანამშროლებს, თუ ისინი 15 აგვისტოსდან აჭარაში არიან ნამყოფი, ურჩევს სამსახურში არ მივიდნენ.
“მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო – განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,”- განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.