მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება


  • 3 სექტემბრიდან ნატახტარი – მესტია – ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება განახლდება. ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

მათი ინფორმაციით, სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში 5-ჯერ შესრულდება. მგზავრობის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარი იქნება, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. 3 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 4 =

Akismet ანტისპამი