რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა


  • რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 000 048 -ს მიაღწია.

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 123 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 17 299-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებს, კორონავირუსისგან 815 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen + 12 =

Akismet ანტისპამი